სიახლეები
:: „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) წევრი კომპანიების შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე დამსწრეებმა ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი და სამომავლო პროექტი განიხილეს, მათ შორის EUGBC-ისა და „გროს ენერჯი ჯგუფის“ მიერ 2018 წლის დასაწყისში ინიცირებული „ევროკავშირი-საქართველოს გადამცემი ხაზის“ პროექტი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში.
ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ EUGBC-ის მიერ ინიცირებული პროექტი წარადგინა, რაც დასრულებულ ბიზნეს დავებთან დაკავშირებით მონიტორინგის კომისიის დაფუძნებას გულისხმობს. 
შეხვედრაზე, ასევე, შედგა, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ ახალი წევრი კომპანიებისა და 2019 წლის ბიზნეს კატალოგის პრეზენტაცია, რომლის მიზანიც ბიზნეს სექტორის პოპულარიზაცია და ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს განხილვაა. 
შეხვედრის დაწყებამდე, EUGBC-სა და „არდი დაზღვევას“ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრი კომპანიებისთვის დაზღვევის სხვადასხვა სფეროში სპეციალური პირობების შეთავაზებასთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის არ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე - ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელი აჭარის რეგიონში თამაზ თურმანიძე