სიახლეები
:: ასსპა-ში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ პრაქტიკული სემინარი გაიმართა

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საკონსულტაციო ჯგუფმა შპს “ბიზნეს ბიურო და ბათუმი აუდიტმა” კერძო კომპანიების ბუღალტრებთან დაგროვებითი პენსიის შესახებ რეგულაციების იმპლიმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ტრენერმა სოფიო პაპუნაიშვილმა ტრენინგავლილი ბუღალტრებისგან მოისმინა ის პრობლემები, რომელიც საპენსიო რეგულაციების განხორციელების პროცესში შეექმნათ და უპასუხა მათ კითხვებს. სემინარი ტარდება მომდევნო თვეებში კერძო კომპანიების ბუღალტრების მუშაობაში შესაძლო ხარვეზების პრევენციის მიზნით.