სიახლეები
:: ასსპა-ში მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთშორისო სტანდარტის IFRS for SMES -ის პრაქტიკული კურსი ჩატარდა

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთშორისო სტანდარტის - IFRS for SMES-ის პრაქტიკული კურსი ჩატარდა.
მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა ბუღალტრებმა და ფინანსურმა მენეჯერებმა შეისწავლეს მსს ფასი (ფინანსური აღრიცხვის სტანდარტი) სრულად. აგრეთვე მმართველობით ანგარიშგების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული მხარე. კურსის მსვლელობისას განხილული იქნა სიტუაციური მაგალითები. მონაწილეებმა 
პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით სრულად მიმოიხილეს IFRS for SMES-ის 
სტანდარტები, ქართულად ნათარგმნი და ქართულ რეალობასთან ადაპტირებული 
მასალების მიხედვით.
ტრენინგის ორგანიზატორი იყო აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მას ახორციელებდა აუდიტორული კომპანია “ბალანს-ჯგუფი“.