სიახლეები
:: თემაზე „დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება“ ტრენინგები იმართება

ბათუმში, სსიპ - "ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ" აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, გამართა პრეზენტაცია თემაზე „დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება“. ამავე თემაზე ტრენინგის კურსს უძღვებოდა აკადემიის ტრენერი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის, ზოგადი ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი - იონა კიზირია. ტრენინგი, რომელიც კერძო კომპანიების ბუღალტრებს და ფინანსურ მენეჯერებს უტარდებათ მომდევნო შაბათ-კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ტრენინგის ფარგლებში განხულულ იქნა დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო თანხის გამოანგარიშების წესი, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შემოსავლების მიხედვით და საპენსიო შენატანების ელექტრონული სისტემა. ტრენინგი ითვალისწინებს პრაქტიკულ მაგალითებს და კითხვა-პასუხის რეჟიმს.
აკადემიის მიერ გაიცემა ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ISO 9001:2015).
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე - გიორგი ჭიჭინაძე და ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე.