სიახლეები
:: კოლეჯი „გოლდენ სიი“ იწყებს მორიგ პროექტს: „ვისწავლოთ ებრაული ენა“

შ.პ.ს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ წარმოადგენს პირველ პროფესიულ სასწავლებელს აჭარაში, რომელმაც 2016 წლის 17 ნოემბრიდან განახორციელა არაფორმალური დუალური სწავლება.

საქართველოში ტურიზმის გაუმჯობესების ერთ-ერთი ხელშემწყობი საშუალებაა მომსახურების სფერო. ის ტურიზმის სფეროს მთავარი საყრდენია. ბიზნესის ამ სეგმენტის განვითარება პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მის განვითარებაზე. დუალური სწავლების მეთოდი კი, მომსახურების დონის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დუალური სასწავლო პროცესი სტუდენტს საშუალებას აძლევს სასწავლო სივრცედ სამუშაო გარემო აირჩიოს, მსგავს მიდგომას კი, მაღალკვალიფიცირებული კადრების მომზადებამდე მივყავართ და საბოლოო ჯამში კი მათი დასაქმებების გამარტივებას ვუზრუნველყოფთ.
რეგიონში არსებულმა ვითარებამ ტურიზმის სფეროში, გვიჩვენა რომ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა ებრაული ენის მცოდნე სპეციალისტების მომზადების. ეს ეხება: სერვისის სფეროს, სასტუმრო პერსონალს, რომლებიც აქტიურად ღებულობენ ებრაელ ტურისტებს და ასევე ებრაული ენის მცოდნე გიდებს, რომლებიც შემდგომში უტარებენ ტურისტულ ექსკურსიებს ებრაელ ტურისტებს (რომელთა აშკარა სიმწირე შეინიშნება ჩვენს რეგიონში). მოთხოვნა ებრაული ენის მცოდნე მომსახურე პერსონალზე ძალიან დიდია, რასაც რეალურად ამ ეტაპისთვის ვერ აკმაყოფილებს ჩვენს რეგიონში არსებული საკადრო რესურსი. მაგალითისთვის, სასტუმრო „ველმონდმა“ 2017-2018 წელს უმასპინძლა დაახლოვებით 21 ათასამდე ებრაელ ტურისტს, ასევე სასტუმრო „ვინდჰემსა“ და სხვა სასტუმროებსაც სტუმრობდნენ ებრაელი ტურისტები. ამ გარემოებიდან გამომდინარე დაიგეგმა ახალი ტურისტული ექსკურსიები, რამაც თვალნათლივ გვაჩვენა ებრაული ენის მცოდნე გიდების საჭიროება.
შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით იწყებს მორიგ პროექტს: „ვისწავლოთ ებრაული ენა“, რომლის პრეზენტაციაც დღეს ასსპა-ში გაიმართა. ამ გზით გვსურს გავაუმჯობესოთ სერვისის ხარისხი ებრაელი ტურისტების მომსახურეობის მიმართულებით, რაც აისახება ჩვენი რეგიონის სამომავლო კეთილდღეობაზე, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და დასაქმებას აჭარაში.
პროფესიულ კოლეჯში, ამჟამად, 40 სტუდენტია ჩარიცხული ებრაული ენის მოკლევადიანი, 4 თვიანი კურსის გასავლელად. სამომავლოდ კი ეს რიცხვი გაიზრდება. დუალური სასწავლო პროცესის შესაბამისად, სწავლება უშუალოდ სასტუმრო „ველმონდში“ წარიმართება. ვორქშოფ-ს წარმართავს ტრენერი, ქალბატონი სენი აიალონი.

http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=10560