სიახლეები
:: სასტუმროს ინდუსტრიის 30-ე და სურსათისა და სასმელების 26-ე საერთაშორისო გამოფენები

მიმდინარე წლის 16-19 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაიმართა სასტუმროს ინდუსტრიის 30-ე და სურსათისა და სასმელების 26-ე საერთაშორისო გამოფენები. მასში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქალ ბიზნესმენთა და ტურიზმის განვითარების ასოციაციების თავმჯდომარეებმა: მაყვალა კვირიკაძემ და ჯემალ გოგიტიძემ, ასევე ამავე ასოციაციების წევრებმა.
გამოფენების მიზანი იყო: მეწარმეებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარება და მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიების გაცნობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: სასტუმროები, უნივერსიტეტები, ქარხნები, სამრეწველო და სამრეცხაო მოწყობილობები, ავეჯი, საწოლი და დეკორაციები, სამზარეულოს და აბაზანის მასალები, აღჭურვილობა, უსაფრთხოების და ავტომატიზაციის, კონდიცირების სისტემები.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო:მარცვლეული, სანელებლები, მყარი და თხევადი ზეთები, ხორცის პროდუქტები,  რძის პროდუქტები, საცხობი პროდუქცია, საკონდიტრო ნაწარმი, ზღვის პროდუქტები, სასმელები, ჩაის აპარატურები, წყლის ჩამოსხმის ტექნოლოგიები, გაყინული საკვები, სოფლის მეურნეობის პროდუქტების აპარატურები, სურსათის ლაბორატორიები, ჰიგიენა, მშრალი საკვები, კონსერვირებული პროდუქტების შეფუთვა.