სიახლეები
:: ასსპა-ში გაიმართა ტრენინგი თემაზე „მიკვლევადობის და ეტიკეტირების მნიშვნელობა მეფუტკრეობის პროდუქტებით და თაფლით ვაჭრობისას, საერთო ბრენდირების უპირატესობები, მსოფლიო პრაქტიკა და მაგალითები“

ასსპა-ში, პალატასთან არსებული DCFTA  საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „მიკვლევადობის და ეტიკეტირების მნიშვნელობა მეფუტკრეობის პროდუქტებით და თაფლით ვაჭრობისას, საერთო ბრენდირების უპირატესობები, მსოფლიო პრაქტიკა და მაგალითები.“ 

ღონისძიებაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: 4P კომპლექსი: პროდუქტი, ფასი, განაწილება/დისტრიბუცია, ხელშეწყობა; ბრენდირების მნიშვნელობა პროდუქციის რეალიზაციისათვის (მაგალითები); მოთხოვნები ეტიკეტირების მიმართ: კანონის მოთხოვნებიეტიკეტის დიზაინის და ლოგოს შედგენის დროს გასათვალისწინებელი საკითხები, საჭირო დოკუმენტაცია; მეწარმეთა ერთობლივი ბრენდირება: ერთობლივი ბრენდირების და ურთიერთპასუხისმგებლობების განაწილების პრინციპებიერთობლივი ბრენდირების პროცესში ჩართულ ფერმერთა ინდივიდუალურობის დაცვის მექანიზმები,  SWOT-ანალიზი ერთობლივი ბრენდირებისათვის

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მეწარმეებმა (მეფუტკრეებმა) და ასსპა-სთან არსებულმა აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა, სულ 28 მონაწილემ.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი ბიზნეს განვითარების საკითხებში - ირაკლი ჯავახიშვილი.