სიახლეები
:: ბათუმში საერთაშორისო ტურისტული ფორუმი და გამოფენა გაიმართა

Ø  ბათუმში,  სასტუმრო „Euphoria”-ში საერთაშორისო ტურისტული ფორუმი და გამოფენა გაიმართა;

Ø  ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ:  საერთაშორისო ტურისტული ოპერატორი TEZ TOUR და ADJARA TOUR;

Ø  ფორუმის მხარდამჭერი იყო აჭარის .. სავაჭრო-სამრეწველო პალატა;

Ø  ფორუმის ფარგლებში გაიმართა ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომლის ორგანიზატორი იყო ასსპა-სთან არსებული მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაცია;

Ø  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო:  ქართული თაფლი  და ფუტკრის სხვა პროდუქტები,   სხვადასხვა სახეობის  ქართული  მურაბა ნათიასგან“, ხელნაკეთი ნივთები და ნაქარგები, ჩურჩხელები და ქართული ჩაი;

Ø  გაიმართა B2B შეხვედრები;

Ø  აჭარის ღირსშესანიშნაობებს მსოფლიოს ტურისტული სექტორის 17 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნო, მათ შორის ტურ-ოპერატორები და ავია-კომპანიების წარმომადგენლები 10 ევროპული სახელმწიფოდან. ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მსგავსი მასშტაბის საინფორმაციო ტური აჭარაში პირველად ჩატარდა.