სიახლეები
:: ასსპა-ს ჩეხეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი სტუმრობდა

დღეს, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირჟი პრეცლიკი და ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაჭრობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელი ანი აკოფიანი სტუმრობდნენ.
მხარეებმა პოზიტიური შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს და ისაუბრეს მის გაღრმავებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში. ქალბატონმა ანი აკობიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა არის მათთვის პრიორიტეტული.
დაიგეგმა ერთობლივი ბიზნეს-ფორუმების ორგანიზება და დაინტერესებული კომპანიების მათში მონაწილეობის ხელშეწყობა. 
პალატის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასსპა-ს თავმჯდომარე თამაზ შავაძე, მოადგილეები: ასლან ლორთქიფანიძე, თამაზ თურმანიძე და ქალ ბიზნესმენთა ასოციაცის თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე.