სიახლეები
:: ასსპა-ს ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ქველმოქმედება

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის მხარდაჭერითა და ფინანსური უზრუნველყოფით ქალაქ ბათუმიდან გამგზავრებული იქნა სპორტსმენები 2018 წლის 17-18 ნოემბერს ქალაქ თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ძალისმიერ სამჭიდში (ამოწევა, წოლჟიმი და ჩაჯდომები). ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობდა ევროპის 13 ქვეყნის 280 სპორტსმენი. აღნიშნულ ჩემპიონატში სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამარჯვება მოიპოვეს ბათუმის გუნდის სპორტსმენებმა: დავით მჟავანაძემ, რამაზ გაბაიძემ და ნიკა დიასამიძემ. აჭარის ა.რ. სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია ულოცავს ბათუმის გუნდს წარმატებულ ასპარეზობას და შემდგომშიც უსურვებს გამარჯვებების მოპოვებას.