სიახლეები
:: ასსპა-ს მმართველთა საბჭოს წევრებმა საინვესტიციო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებითა და ასსპა-ს მხარდაჭერით, სასტუმრორედისონ ბლუ ბათუმიგამართა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ,,აჭარის აგრარული შესაძლებლობები’’;

 

ღონისძიების მიზანი იყო რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება;

 

ფორუმზე აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - ,,სოფლის მეურნეობა აჭარის რეგიონში’’;

 

ფორუმის მონაწილეებს სპეციალურად მომზადებული ვიდეო რგოლის ,,აჭარის აგრარული პოტენციალი’’ ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. ,,ციტრუსის წარმოება აჭარის რეგიონში’’ ამ თემაზე პრეზენტაცია მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა თურმანიძემ წარადგინა;

 

ასსპა-ს თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „ძირითადი საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია აჭარიდან“;

 

  საინვესტიციო ფორუმს 12 უცხო ქვეყნის 30 კომპანია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები, სულ 180 სტუმარი ესწრებოდა;

 

ფორუმზე უცხო ქვეყნის კომპანიები რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და წარმოების გაზრდის შესაძლებლობებს გაეცნენ. ფორუმის ფარგლებში ქართული პროდუქციის (ციტრუსი, ჩაი, თაფლი, თევზი, ღვინო და სხვა) იმპორტირებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებთან B2B შეხვედრები გაიმართა.