სიახლეები
:: ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართა

 6-7 ოქტომბერს, ბათუმმა სოფლის ტურიზმის ფესტივალსგანდაგანა-ს მასპინძლ;


  ორი დღის განმავლობაში, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი თავისებურებებით ევროპის მოედანზე ყო წარმოდგენილი, რამა სტუმრებს საშუალებას მისც აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად მოგზაურათ: 
   - სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა;
   - მხიარული შეჯიბრებები;
    - მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ.


ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით იყო წარმოდგენილი;

ფესტივალის გამოფენა-გაყიდვაში  აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მეფუტკრეობის ასოციაციის წევრები და ასსპა-ს წევრი რძის გადამამუშავებელი საწარმო „ცეზარი“ მონაწილეობდნენ;

  სტუმრებს საშუალება ათ ჩართულიყვნენ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში:

 განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი;

 - ჩურჩხელის ამოვლება;

 - ჭაჭის გამოხდა;

 - სოფლის ბოულინგი გოგრებით;

   - შეშის დაჩეხვა;

  - სინორისა და ბორანოს მომზადება.

 საინტერესო იყო ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც, რომელშიც ძირითადად, ადგილობრივი ფოლკლორული ბენდები იყო წარმოდგენილი.