სიახლეები
:: ასსპა-ს რიზე-არდაშენის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესდელეგაცია ესტუმრა

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას თურქეთის რესპუბლიკის რიზე-არდაშენის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესდელეგაცია ესტუმრა, რომელსაც პალატის თავმჯდომარე ისმაილ ქუიუმჯუ ხელმძღვანელობდა. სტუმრები მიიღეს ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილეებმა: ასლან ლორთქიფანიძემ და საიმ იეშილდაღმა, ასსპა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედნარ ბოლქვაძემ და ასსპა-სთან არსებულმა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია - „ფორეჯის“ გამგეობის თავმჯდომარემ სოფო დიასამიძემ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ასსპა-ს წარმომადგნლებმა ისმაილ ქუიუმჯუს რიზე-არდაშენის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს და მზადყოფნა გამოთქვეს ორი პალატის თანამშრომლობის გასაგრძელებლად. ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილემ ასლან ლორთქიფანიძემ სტუმრებს რეგიონის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოსა და საქართველოს უცხო ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თურქმა ბიზნესმენებმა მზადყოფნა გამოთქვეს დაიწყონ მუშაობა კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებზე.