Home Blog

აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG)  განათლების და ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელთან – მურო თაკალანძესთან  შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა:

  • საქართველოს გაეროს ასოციაციის ახალგაზრდული ქსელი (UNAG Youth Network) და USAID-ის ერთობლივი პროექტი „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, რომელიც კერძო სექტორში ახალგაზრდების სტაჟირების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამაში ჩართვის მსურველმა ორგანიზაციებმა, 30 მარტამდე უნდა მიმართონ გაეროს ასოციაციის ახალგაზრდული ქსელს: შემდეგ ელ. ფოსტაზე: internships@una.ge      (subject line-ში მიუთითეთ: კერძო სექტორში სტაჟირების პროგრამა), ხოლო ახალგაზრდებმა უნდა მიმართონ ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრს: https://www.facebook.com/batumiyouthcenter;
  • საქართველოს ინტეგრაციის საგრანტო პროგრამა https://shorturl.at/ahjMU.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გაეროს ასოციაციის ბათუმის ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლები, ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი და ადგილობრივი მეწარმეები.

 

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრების სამუშაო შეხვედრა.

აჭარის სავაჭრო-სამრწველო პალატაში აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. გურანდა გოგიტიძე, რომელიც დღემდე ასოციაციის მიერ შექმნილ ღია სივრცეს, “ქალთა ოთახს“ უწევდა კოორდინაციას, 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს ასოციაციას.

შეხვედრა ოფიციალურად გახსნა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ.

პალატის თავმჯდომარე მიესალმა ასოციაციის წევრებს, მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ აჭარის სავაჭრო პალატა მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლებს   ასოციაციის წევრებთან  ბიზნეს საქმიანობის განვითარების მიმართულებით.

პალატის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო დოლიძემ ასოციაციის წევრებს პალატის საქმიანობა, სერვისები და შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრაზე ასოციაციის წევრებმა ახალი თავმჯდომარე და ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრები  აირჩიეს, ასევე გაეცნენ და მხარი დაუჭირეს ასოციაციის განახლებულ წესდებას.

აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ახალმა თავმჯდომარემ გურანდა გოგიტიძემ შეხვედრის მონაწილეებს ასოციაციის სამომავლო საქმიანობის შესახებ თავისი ხედვა გააცნო, ხაზი გაუსვა  ასოციაციის წევრების ჩართულობის მნიშვნელობას სამოქმედო გეგმის გაწერის პროცესში და ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

შეხვედრის ბოლოს აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, მაყვალა კვირიკაძეს, ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა.

ნიდერლანდების სამეფოს  ელჩის მოადგილის ვიზიტი

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე  ნიდერლანდების სამეფოს  ელჩის მოადგილეს მორის პაულუსენს და მრჩეველს ეკონომიკის საკითხებში მაია თოდრიას შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. გიორგი რომანაძემ საელჩოს წარმომადგენლებს პალატის საქმიანობა და სერვისები გააცნო.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში ბიზნეს საქმიანობების ძირითად მიმართულებებს-სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა.

მხარეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციები გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და პალატის თავმჯდომარის მრჩეველი თამაზ თურმანიძე.

 

სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციის ვიზიტი

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას საქმიანი ვიზიტით  სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია ეწვია.

დელეგაციას სამსუნის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე  სალიჰ ზექი მურზიოღლუ, სამსუნის სავაჭრო პალატის ასამბლეის პრეზიდენტი ჰალუკ აკიუზი და სხვა ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ყურადღება დაეთმო რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს კონკრეტულ სექტორებში. შეხვდრის მონაწილეებმა გამოთქვეს მზაობა თანომშრომლობის გაძლიერებისა და კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, პალატის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, პალატის თავმჯდომარის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში ლაშა ბოლქვაძე.

  

 

საქმიანი ვიზიტი თურქეთში

2023 წლის 5-6 დეკემბერს აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომრის მოადგილე ნუგზარ მიქელაძე, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მუსიად ბათუმის ფილიალის თავმჯდომარე ჰამზა ქოსე და ასოციაციის წევრები საქმიანი ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ.

პალატის დელეგაცია ჩორუმის სავაჭრო სამრეწველო პალატის და ადგილობრივ ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მუსიად ჩორუმის ფილიალში გაიმართა.

მხარეებმა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს,  ყურადღება დაეთმო საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შესაძლებლობებს. ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა ქართველ და თურქ ბიზნესმებს შორის.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია სამსუნის სავაჭრო პალატას ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა  თურქეთისა და საქართველოს მჭიდრო  ურთიერთობებზე,  საინვესტიციო გარემოსა  და ქართულ – თურქული ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ასევე საქმიანი შეხვედრა შედგა მუსიადის ქალაქ  სამსუნის ფილიალში, სადაც სამსუნის მუსიადის  წევრებსა და  ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს შორის  B2B მოლაპარაკებები გაიმართა.

  

 

აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის რეესტრში ცვლილებების შესახებ!

2023 წლის 25 ოქტომბერს, აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟში ჩატარდა კრება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რიგი ცვლილებებისა, კრების საფუძველზე განახლდა “აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის” რეესტრი, შეიცვალა საარბიტრაჟო საქმის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა და განისაზღვრა საარბიტრაჟო საქმის გამოყოფისა და გაერთიანების, ასევე საქმის ხელახალი განხილვის პროცედურები.
 
კრებას ესწრებოდნენ: 
სსიპ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის” თავმდჯდომარე – გიორგი რომანაძე
 
“აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის” დირექტორი – პაატა კოპალეიშვილი
 
“აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის” თავმჯდომარე – როსტომ გუნთაიშვილი
 
“აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის” არბიტრი – დავით კეკენაძე
პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი:

საჯარო ლექცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და  „ქომერშალ ლოუ სერვისის“ ორგანიზებით ბათუმში საჯარო ლექცია ჩატარდა -„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს ახალი კანონი, სიახლეები, გამოწვევები და იმპლემენტაციის საკითხი“.

შეხვედრას სახელმწიფო დაწესებულებების და სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო ლექციაზე საუბარი ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებსა და დღეს მოქმედ რეგულაციასთან მათ მიმართებას შეეხო. ყურადღება გამახვილდა ახალი კანონით დამკვიდრებულ ცნებებსა და მექანიზმებზე, მათ შორის, აუდიომონიტორინგთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, მონაცემთა გადატანის („პორტირების“) უფლებასთან, ავტომატიზებულად მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ინციდენტის შეტყობინებასთან, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებასა და ადმინისტრაციულ სახდელებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ლექციის დასასრულს იურიდიული კომპანიის  „ქომერშალ ლოუ სერვისის“ პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრის მიზანი ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

 

 

ბათუმი აგრარულ ფორუმს „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მასპინძლობს.

2023 წლის 5-6 ოქტომბერს ბათუმი აგრარულ ფორუმს „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მასპინძლობს.

ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე  და სხვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება  ბიზნეს ფორუმს და რეგიონის აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-11 საერთაშორისო გამოფენას „AGRO BATUMI 2023“-ს აერთიანებს.

ფორუმი მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სექტორის საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენას, რეგიონის წამყვანი აგრარული, სოფლად მეწარმეობისა და სოფლად ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების მიმართულებით არსებული ტენდენციების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო  სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, გაიმართა აჭარის აგრარული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის პრეზენტაციები.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სავაჭრო-სამრეწველო პალატის აგრო ბიზნესის მხარდამჭერი სერვისების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აგრარულ სექტორში მოქმედი 50-ზე მეტი კომპანია, დარგობრივი ასოციაციები, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები და აჭარის აგრარული პოტენციალით დაინტერესებული პირები. გაიმართა ორმხრივი (B2B) შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებს შორის.

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი პალატაში

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ს საქართველოში, ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების გაღრმავების გზებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტული საკითხები განიხილეს.

ყურადღება  გამახვილდა საქართველოს, როგორც  „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის“ (TITR)  ე.წ. ‘’შუა დერეფნის’’ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი რგოლის პოტენციალზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მზარდ ინტერესს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების მიმართ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ექსპორტ/იმპორტისა  და ტურიზმის მიმართულებებს.  დაიგეგმა მომავალში ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის  ელჩის პირადი ასისტენტი გურანდა ფაჩულია, სავაჭრო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე.

შეხვდრა ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას  ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მინისტრის მოადგილეები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი თამარ ბერძენიშვილი.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის  ციტრუსის და ხურმის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს.