სიახლეები
:: დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის

საინფორმაციო შეხვედრა დასავლეთ საქართველოს ბიზნეს-სექტორთან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 2018 წლის 9 ივლისს . ქუთაისში სასტუმრობაგრატი 1003“-ში გაიმართა შეხვედრა დასავლეთ საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე მთავრობასა და ბიზნესს შორის ღია დიალოგის რეჟიმში განხილულ იქნა დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე საქართველოში

ღონისძიება გახსნეს: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასსპა- თავმჯდომარე თამაზ შავაძე, აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე და აჭარის რეგიონში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.