სიახლეები
:: ასსპა-მ ყირგიზეთის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლა

მიმდინარე წლის 7 ივლისს აჭარის . სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: ყირგიზეთის სამშენებლო, საგანმანათლებლო კომპანიები, სხვადასხვა ბიზნეს-ასოციაციების აღმასრულებელი დირექტორები და კოორდინატორები, პლასტიკური ქირურგიის, დერმოკოსმოტოლოგიური კლინიკის წარმომადგენლები და აჭარაში მოქმედი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე აჭარის . სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ხატია ჩხარტიშვილმა ბიზნესმენებს აჭარის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში არსებული საგადასახადო გარემოს შესახებ.
შეხვედრის დასასრულს ქართველი და ყირგიზი ბიზნესმენების მონაწილეობით გაიმართა B2B შეხვედრები
შეხვედრის მიზანი იყო ორი ქვეყნის მეწარმეებს შორის ბიზნეს-ურთიერთობების დაწყება და აჭარის რეგიონში შესაძლო ინვესტიციების განხორციელება.
http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=7820
http://ajaratv.ge/…/…/31294/kirgizi--biznesmenebi-.html.html