სიახლეები
:: ასსპა-ში დასრულდა ტრენინგი თემაზე: “სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების შესახებ მიმწოდებლების ცნობიერების ზრდა

დღეს აჭარის . სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დასრულდა 4 დღიანი ტრენინგების კურსი თემაზესახელმწიფო შესყიდვების პროცედურების შესახებ მიმწოდებლების ცნობიერების ზრდა “. ტრენინგს ესწრებოდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში ან სურვილი აქვთ ისარგებლონ სახელმწიფოს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდრებითა და კონკურსებით. ტრენინგ-კურსის მიზანი იყო კომპანიის წარმომადგენლების ცნობიერების ზრდა და მეტი ბიზნეს სუბიექტის ჩართულობა ელექტრონულ შესყიდვებში.

ტრენინგ-კურსი ტარდებოდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და USAID მხარდაჭერით.