სიახლეები
:: კომპანიისა და პროდუქციის მომზადება ექსპორტისათვის

საქართველოსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა ორგანიზებითა და DCFTA- საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, 13 ივნისს, სასტუმრომარანშიფერმერებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: კომპანიისა და პროდუქციის მომზადება ექსპორტისათვის.

განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

Ø მარკეტინგული კვლევა: ბაზრის ტენდენციები, მომხარებელის მოლოდინები;
Ø პროდუქტი: ხარისხი და სტანდარტები;
Ø თქვენთვის ოპტიმალური რეალიზაციის არხების შექმნა;
Ø საფასო სტრატეგია;
Ø ნედლეულის ბაზა: საკუთარ წარმოებასა და მცირე ფერმერებზე დამოკიდებული მოდელების გარჩევა;
Ø წარმოების/შესყიდვების დაგეგმვა ექპორტისთვის;
Ø კომპანიის შიდა სტრუქტურა და საკადრო რესურსები;
Ø წარმოება/გადამუშავება, შეფუთვა და ლოგისტიკა;
Ø შესაძლო პრობლემები და კრიზისები და მათი მართვის მეთოდები;
Ø ფინანსირების მოდელები;

ტრენინგი დასრულდა კითხვა-პასუხებით.

ტრენინგს უძღვებოდა კონსტანტინე ვეკუა.