სიახლეები
:: შეხვედრა, მცირე ტრენინგი და დისკუსია ვეტერინარებთან და ვეტაფთიაქის წარმომადგენლებთან

ცხოველთა დაავადებების პრევენციის, ცხოველთა კეთილდღეობის, ვეტერინარიისა და ვეტაფთიაქების განვითარების მიზნით 12-14 მაისს კახეთის, სამცხე ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონის ვეტერინარებისთვის, ვეტაფთიაქების და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებისთვის მოეწყო სასწავლო ტური აჭარაში. ტურის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ვეტერინარული კლინიკის მუშაობას, მოინახულეს მეცხოველების წარმატებული ფერმაყველის საწარმო, სასაკლაო, ვეტაფთიაქი და პროფესიულ კოლეჯი. ტურის ბოლოს, 13 ივნისს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შემაჯამებული ტრენინგი და დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარის ვეტერინარებმა და ვეტაფთიაქების წარმომადგენლებმა. ტურის მიზანი იყო სხვადასხვა რეგიონის ერთი დარგის წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, წარმატების ისტორიების გაეცნობა და მიღებული ინფორმაციის საკუთარ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენება.