ასსპა « ACCI.GE
სიახლეები
:: აჭარისა და პოლონეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2018 წლის 12 ივნისს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ თურმანიძე და პოლონეთი-საქართველოს  სავაჭრო-სამრეწველო  პალატის პრეზიდენტი მარჩინ რუტოვიჩი ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთგაგების მემორანდუმს.  

მხარეების თანამშრომლობა  მემორანდუმის ფარგლებში ეფუძნება ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და მხარდაჭერის პრინციპების.

 მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან:

-აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და პოლონეთი-საქართველოს  სავაჭრო-სამრეწველო  პალატ მზად არიან გააზიარონ თავიანთი გამოცდილება, რათა ხელი  შეუწყო სავაჭრო პალატების განვათარებას;

-საქართველოში  და პოლონეთში   საერთაშორისო გამოფენების ინფორმაციების გაცვლა

-თანამშრომლობა შემდეგ სფეროებში:

ვაჭრობა;

ეკონომიკისა და კულტურის საკითხები;

მატერიალური და მორალური მხარდაჭერა;

კონსულტაციები სხვადასხვა პროგრამების მომზადებისთვის;

ორმხრივი საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;

ინვესტორების ლობირება,

 ზემოაღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთის რეგიონალურ განვითარებას, ორ პალატას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.