ასსპა « ACCI.GE
სიახლეები
:: ევროკავშირის მხარდაჭერით კალმახის წარმოების შესახებ სასწავლო-პრაქტიკული სემინარი ჩატარდა

სემინარი 12-13 ივნისს . ბათუმში, სასტუმროჰილტონ ბათუმშიგაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ კალმახის მწარმოებლები აჭარიდან, გურიიდან და შიდა ქართლიდან. სემინარზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აჭარის . სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე და აჭარის . სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე. ორდღიან სემინარს ესწრებოდნენ აჭარის / მეთევზეობისა და აკვაკულტურისა ასოციაციის, სექტორში ჩართული სხვა ასოციაციების და კოოპერატივების, ასევე, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.
სემინარის დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები
კალმახის მოშენება, თევზსაშენებსა და სალიფსიტე მეურნეობებში არსებული პრაქტიკა; ლიფსიტების კვება; გამოზრდის სამუშაოები; ბიოლოგიური უსაფრთხოება და თევზის ჯანმრთელობა; საკალმახე მეურნეობის ეკონომიკა და პროდუქციის წარმოების დაგეგმვა; თევზის ძირითადი დაავადებების იდენტიფიკაცია; წყლის ხარისხის მართვა; საკალმახე მეურნეობის დაპროექტება; კალმახის დამუშავება და მარკეტინგი. დისკუსიის ფორმატში განიხილება კალმახის მწარმოებელ ფერმერთა ძირითადი პრობლემები და
მათი გადაწყვეტის შესაძლო გზები.
საკალმახე მეურნეობაში ჩართული 50-მდე კომპანიის წარმომადგენელსა და ინდივიდუალურ მეწარმეს ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ კალმახის წარმოების თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
სასწავლო-პრაქტიკული სემინარი ჩატარდა GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოშიფარგლებში, რომელიც ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და აჭარის . სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით. სასწავლო კურსს უძღვებოდნენ COFAD-ის საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში .. მარტში განახორციელეს საველე ვიზიტი აჭარასა და გურიაში, ადგილობრივი საკალმახე მეურნეობების შესწავლისა და დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრის მიზნით.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოშიევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას GIZ- (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება.
პროექტი ევროკავშირის ინიციატივაევროკავშირი ბიზნესისთვისფარგლებში მიმდინარეობს. ეს ინიციატივა საშუალებას აძლევს კერძო სექტორს ისარგებლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით (DCFTA) შექმნილი შესაძლებლობებით,
რომელიც ქვეყანას გზას უხსნის 500 მილიონიანი ბაზრისკენ.