ასსპა « ACCI.GE
სიახლეები
:: DCFTA რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს პირველი კრება გაიმართა

 24 მაისს, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტის“ ორგანიზებით, პროექტის - „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ფარგლებში, DCFTA რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს პირველი კრება გაიმართა.

შეხვედრაზე, DCFTA რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, DCFTA ცენტრალური საბჭოს აჭარის რეგიონულ წარმომადგენლებად დასახელდნენ: აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ თურმანიძე და ასსპას-თან არსებული მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე როლანდ ღოღობერიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ასსპას-თან არსებული აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე მაყვალა კვირიკაძე, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯი"-ს თავმჯდომარე სოფია დიასამიძე, ასსპა-ს კომპანია-წევრი შპს ,,მაჭახელა“-ს დირექტორი თამაზ კახიძე.
პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის/SME-ების შესახებ წარმოებულ კამპანიებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (#CSO) როლის გაზრდა, მათი უნარების გაძლიერება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომისთვის მოსამზადებლად და საჭირო დახმარების გასაწევად.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ, „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის“ (#EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით.
კონსორციუმში შედიან: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (#ABCOGeorgia), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (#GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (#GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (#YSUI, საქართველო), Association Atinati (საქართველო) და ასოციაცია Caucasus Genetics კავკასიის გენეტიკა (საქართველო).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (#EU) „ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის“ მიერ.