სიახლეები
:: ასსპა-ს წარმომადგენლებმა 2 კვირიანი ტრენინგკურსი გაიარეს

USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად 11 ივნისიდან იწყებს ტრენინგების ციკლს თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის. პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

პროექტისთვის 15 მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს.
ტრენინგკურსი გაიარა აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის და მასთან არსებული ბიზნესასოციაციის სამმა თანამშრომლემა, რომელებიც 11-15 ივნისს კომპანიების წარმომადგენლებისათვის ჩაატარებენ ტრენინგებს სახელმწიფო საჯარო შესყიდვების საკითხებზე.