სიახლეები
:: ასსპა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღი სათავეს 1918 წლიდან, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან იღებს. 1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის დღესასწაულს და გისურვებთ გამთლიანებულ, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას.