სიახლეები
:: ოზურგეთში ZARA-ს, MANGO-ს, Bershka-ს, Massimo Dutti -სა და სხვა ბრენდების ჯინსები შეიკერება

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ თურმანიძემ ოზურგეთში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად  მშენებარე სამკერვალო ფაბრიკა მოინახულა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტი რეგიონებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და მხარდაჭერის ფარგლებში აჭარის სავაჭრო პალატის ინიციატივით დაიგეგმა. თურქული კომპანია  BAYKANLAR-ის მიერ დაფუძნებულმა კომპანიაოზურგეთი გარმენთ“-აწარმოე საქართველოშიპროგრამის ფარგლებში  89 000 კვ. მიწის ფართობი და  შენობა-ნაგებობები გადაეცა. აღნიშნულ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სარემონტო  და მოსაპირკეთებელი  სამუშაოები. წინასწარი გათვლებით ივლისი-აგვისტოს პერიოდში დაგეგმილია პირველი პარტია მზა პოდუქციის გამოშვება, მათ შორის ისეთი საერთაშორისო ბრენდების, როგორიც არისზარა“, „მანგო“, მასიმო დუტი“.

 პარალელურ რეჟიმში ხორციელდება პერსონალის შერჩევა-გადამზადება. დაახლოებით 500-მდე პიროვნებასთან შედგა გასაუბრება. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით რამოდენიმე მათგანი გაიგზავნა სტაჟირებაზე თურქეთის რესპუბლიკაში.  საწყის ეტაპზე იგეგმება 300 პიროვნების დასაქმება.

გარდა აღნიშნულისა, კომპანია პერსპექტივაში გეგმავს სხვა პროექტების განხორციელებასაც. სამი წლის განმავლობაში ინვესტიციის მოცულობა 15 მილიონამდე გაიზრდება და 1500 მდე ადამიანი დასაქმდება. იგეგმება ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა ბაღის მშენებლობა. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და  გაშენდება სკვერი.