სიახლეები
:: შეხვედრა ასსპა-ში

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება სეიედ ჯავად ყავამ შაჰადი სტუმრობდა აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას. პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ.ბათუმში ბატონი ჰოსეინ მაშჰადი და სხვა დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლები.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ასსპა-ში გამართულ შეხვედრაზე პალატის თავმჯდომარემ რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე და ირანელ ბიზნესმენთა მხრიდან რეგიონის მიმართ დაინტერესებაზე ისაუბრეს. ასევე ელჩი გაეცნო პალატის მუშაობის პრინციპებსა და სერვისებს. 

უმაღლესი რანგის დიპლომატმა აჭარის რეგიონისა და ირანის რეგიონების პალატების მჭიდრო ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა.