სიახლეები
:: ასსპა-ს ქალაქ ჩაელის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესდელეგაცია ესტუმრა

თურქეთის რესპუბლიკის რიზეს გუბერნიის ქალაქ ჩაელის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესდელეგაცია აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას ესტუმრა. აღნიშნული ვიზიტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის გუბერნიებში შარშან განხორციელებული სამთავრობო ვიზიტის საპასუხოა.
შეხვედრის ფარგლებში ორ პალატას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თურქი ბიზნესმენები გაეცნენ აჭარის საინვესტიციო პოტენციალს. შეხვედრის მიზანი იყო ბიზნესკონტაქტების დამყარება და ინვესტიციების მოზიდვა აჭარაში