სიახლეები
:: ასსპა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგის“ საკონფერენციო დარბაზში, მედია ჰოლდინგ „იმედის“ ორგანიზებით წარმატებული კომპანიებისა და იმ სახელმწიფო უწყებების დაჯილდოება გაიმართა, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა ასსპა-ის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე, რომელმაც ორგანიზაციის ძალისხმევით განხორციელებული ინვესტიციებისა და ჩატარებული ბიზნესფორუმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიებისადმი მიძღვნილი გადაცემა გავა მედია ჰოლდინგ „იმედის“ ქოლგის ქვეშ მოქმედ საინფორმაციო საშუალებებში.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაჯილდოვდა, როგორც წარმატებული ბიზნეს გაერთიანება.