სიახლეები
:: ტრენინგ-კურსები ასსპა-ში გიდების-ეკსკურსიათმძღოლებისა და სასტუმროს ადმინისტრატორებისათვის

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის საკონფერენციო დარბაზში ასსპა-სთან არსებული ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით ყოველდღიურად ტარდება ტრენინგ კურსები როგორც მოქმედი, ასევე დამწყები გიდების, მენეჯერების, სასტუმროს ადმინისტრატორებისათვის. ტრენინგ კურსების გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატები. აღნიშნული სასწავლო კურსების გავლის შემდეგ ტრენინგების მსმენელებს შეეძლებათ შესაბამისი სფეროებში დასაქმება.