სიახლეები
:: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა/პრეზენტაცია

გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტისა (IFRS FOR SMES), ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ საინფორმაციო
შეხვედრა/პრეზენტაცია 22 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ 11 საათზე გაიმართება. 
აღნიშნულ ღონისძიებაზე მნიშვნელოვანია საწარმოების მფლობელთა და/ან აღმასრულებელ დირექტორთა დასწრება. შესაძლებელია ფინანსური მენეჯერებისა და ბუღალტრების მონაწილეობაც.
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 577 30 79 29 ასლან ლორთქიფანიძე.