სიახლეები
:: ბელორუსი მეწარმეები აჭარას სტუმრობდნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 4 სექტემბერს ბელორუსიის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქში მომუშავე ბიზნესის სხვადასხვა სფეროს მეწარმეები აჭარის რეგიონში არსებულ შემდეგ საწარმოებში იმყოფებოდნენ: "აგრო ინვესტ სერვის"-ში, "TSP Geogia"-ში , ქედის ღვინის ქარხანაში. საწარმოების დათვალიერების შემდეგ ბელორუს მეწარმეებს "ქედის ღვინის სახლმა" უმასპინძლა, სადაც სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძები დააგემოვნეს და ღვინის დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა.