სიახლეები
:: ასსპა-ს მმართველთა საბჭოს წევრები ლორეს ოლქის ოფიციალურ დელეგაციას შეხვდნენ

აჭარის ა.რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა, აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ და ამავე ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრებმა სომხეთის რესპუბლიკის ლორეს ოლქის გუბერნატორთან არტურ ნალბანდიანთან და ამავე ოლქის სხვა ოფიციალურ პირებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წარმომადგენლებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
შეხვედრას ლორეს ოლქის ქალაქების: ვანაძორის, ალავერდის და ახთალას მერები, ლორეს ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ეღიშე სარგისიანი ესწრებოდნენ.