სიახლეები
:: სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა
მიმდინარე წლის 9 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საბჭოს წევრები, გაეროს განვითარების პროგრამის, "სოფლის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში ენპარდ2"-ის პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
           ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული გამოცდილება და აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, ასევე ამაგების (აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების) განვითარება აჭარის რეგიონში.                
          სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საბჭოს და სამუშაო ჯგუფის როლზე აჭარაში სოფლის განვითარების პროცესში და საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების გამოცდილებასა და მის იმპლიმენტაციაზე.                         
          სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის .. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, UNDP-ის პროექტის მენეჯერი დავით ლეჟავა.      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრები: აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ასლან ლორთქიფანიძე, ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია „ფორეჯის“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე.