სიახლეები
:: უკრაინელი ბიზნესმენები განაგრძობენ კერძო შეხვედრებს და მოლაპარაკებებს ქართველ ექსპორტიორებთან.

საქართველოსაა უკრაინის პრეზიდენტების ბათუმში ვიზიტის შემდეგ უკრაინელი ბიზნესმენები განაგრძობენ კერძო შეხვედრებს და მოლაპარაკებებს ქართველ ექსპორტიორებთან.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით უკრაინის კიევის ერთადერთი ყველაზე დიდი სასოფლო პროდუქტების საბითუმო ვაჭრობის ბაზაა „ფერმერის“ მფლობელები აჭარის რეგიონის  ექსპორტიორებს შეხვდნენ. მოლაპარაკება ძირითადად შეეხებოდა ქართული ხურმისა და ციტრუსოვანი ნაყოფის ექსპორტს უკრაინაში.

ბიზნესმენები შეთანხმდნენ აგვისტოს თვეში კიევში გამართონ შემდეგი რაუნდი მოლაპარაკებებისა და გააფორმონ ხელშეკრულებები.