სიახლეები
2017-11-03 მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება სემინარი "ევროპასთან ასოცირების შესახებ" ხელშეკრულებით გათვალისწინებული საექსპორტო პროცედურების შესახებ. ამ უფასო სემინარზე დასწრების მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 599 41 62 21 ჯუმბერ ტუღუში.
:: უკრაინის პრეზიდენტის მისი აღმატებულება პეტრე პორეშენკოს ბათუმში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლების შეხვედრები

უკრაინის პრეზიდენტის მისი აღმატებულება პეტრე პორეშენკოს ბათუმში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლების შეხვედრები ისევ გრძელდება.

კიევის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბ-ნ. ნიკოლა ზასულსკი დაძმობილებულ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას სტუმრობდა, რომლის დროსაც მან წარმოადგინა პრეზენტაცია კიევის პალატის მუშაობისა და მიღწევების თაობაზე. ასევე ბ-ნ.-მა ნ. ზასულსკიმ მუშაობის გამოცდილება გაუზიარა პალატის თანამშრომლებს და პალატასთან არსებულ ასოციაციებს.

კიევის სავაჭრო-სამრეწველო  პალატა ერთ-ერთი უძლიერესი პალატაა უკრაინაში და მასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. კიევის პალატის დახმარებით აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პირველად სქართველოში შეიქმნა საერთაშორისო არბიტრაჟი და მედიაციის ცენტრი.

კიევისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ერთი ფანჯრის პრინციპით გააგრძელონ თანამშრომლობა, რათა ბიზნესმენებს დაეხმარონ პარტნიორების მოძიებაში, ინვესტიციების მოზიდვაში და ექსპორტის უფრო აქტიურად ხელშეწყობაში.