სიახლეები
2017-11-03 მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება სემინარი "ევროპასთან ასოცირების შესახებ" ხელშეკრულებით გათვალისწინებული საექსპორტო პროცედურების შესახებ. ამ უფასო სემინარზე დასწრების მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 599 41 62 21 ჯუმბერ ტუღუში.
:: შეხვედრა ასსპა-ში

 მიმდინარე წლის 20 ივლისს აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასთან არსებულ «ქალთა ოთახსა“ და მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსისა“  და აჭარის ა.რ-ის უმაღლესი საბჭოს გენდერული საბჭოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სტუმრებმა მოისმინეს «ქალთა ოთახისა“ და მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მუშაობის შესახებ ინფორმაცია, გაეცნენ მათ სერვისებს. დონორმა ორგანიზაციამ გამოთქვა მზადყოფნა აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ასოციაციებთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.