სიახლეები
2017-11-03 მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება სემინარი "ევროპასთან ასოცირების შესახებ" ხელშეკრულებით გათვალისწინებული საექსპორტო პროცედურების შესახებ. ამ უფასო სემინარზე დასწრების მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 599 41 62 21 ჯუმბერ ტუღუში.
:: აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი

19 ივლისს ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში“, აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი გაიმართა. საინვესტიციო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს. ღონისძიებას მოდერატორობას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი უწევდა. ბიზნეს ფორუმს აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

        ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღეს ინფორმაცია. ფორუმის მონაწილეებს აჭარის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცათ. სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლი აჩვენეს.

ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და უკრაინაში ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე 250-მდე წარმომამდგენელი ესწრებოდა. 

ფორუმის ფარგლებში ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე საუბრობდნენ.