სიახლეები
:: მე-3 საერთაშორისო კონფერენცია - " საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ"

2017 წლის 20-21 ივლისს, ქ. ბათუმში სსიპ "საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტისა" და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზაბით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) და საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოსთან (ICC) თანამშრომლობით გაიმართება მე-3 საერთაშორისო კონფერენცია - " საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ".
კონფერენციაზე განხილული იკქნება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის და აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებული ბოლო დროს განვითარებული პროცესები, მათ შორის "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ ", " თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონებში განხორციელებული უახლესი ცვლილებები და "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონპროექტი. კონფერენციაზე ასევე განხილული იქნება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევები. განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და საერთაშორისო პრეცედენტები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის , ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ( WIPO ) , ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ( SIPO), საერთაშორისო სავაჭრო პალატის, კერძო კომპანიების, იურიდიული ფირმების, "საქპატენტთან" არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები, სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია " საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ" მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებასა და განვითარებას, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის გაგრძელებას. კომპეტენტური უწყებათშორისი გამოცდილების გაზიარებას და დაინტერესებულ პირებს შორის კონტაქტების გაღრმავებას .

აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 599 41 62 21