სიახლეები
:: დისკუსია თემაზე : "არბიტრაჟი - დავების გადაწყვეტის ეფექტიანი ალტერნატიული გზა"

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) გიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე, რომლის თემაა: "არბიტრაჟი - დავების გადაწყვეტის ეფექტიანი ალტერნატიული გზა". სამუშაო შეხვედრისას გაეცნობით არბიტრაჟის დავის გადაწყვეტის მექანიზმად გამოყენების უპირატესობებს სასამართლოსთან შედარებით. ასევე განხილული იქნება არბიტრაჟში დავების განხილვის თავისებურებები საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მაგალითზე. დისკუსიის ფორმატში მოგეცემათ შესაძლებლობა დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები ამ თემასთან დაკავშირებულ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. სამუშაო შეხვედრა იმართება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. დისკუსია განკუთვნილია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების, იურისტების და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. 
შეხვედრა გაიმართება 18 ივლისს, 14:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ნინოშვილის ქ. N1, სასტუმრო “Radisson Blu Batumi”-ში. დასწრების მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მონაწილეთა სიაში შეყვანის მიზნით შემდეგ საკონტაქთო ნომრებზე: 577 30 79 29; 595 90 45 08 ; 574 52 00 97.