სიახლეები
:: შეხვედრა გერმანული კომპანიის წარმომადგენელთან

          კომპანია „Dräger“ სამედიცინო ტექნიკისა და უსაფრთხოების სისტემების, აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთერთი ლიდერი კომპანიაა. მისი წლიური ბრუნვა 2,5 მილიარდს აჭარბებს და დასაქმებული ყავს 13 ათასზე მეტი ადამიანი. 
                  აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი ბატონი ზიგფრიდ შნეიდერი აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატას სტუმრობდა და შეხვდა აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს თამაზ შავაძეს, მოადგილეს ჯუმბერ ტუღუშს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. 
               კომპანიის სერვისები საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველოზე გადის ნავთობისა და გაზის სატრანზიტო მილები. აღნიშნული მნიშვნელოვანი გამტარები კი საჭიროებს უსაფრთხოების განსაკუთრებულ საშუალებებს. კომპანიის პროდუქცია საინტერესოა ჩვენი სახანძრო სამსახურებისთვისაც. ალკო და ნარკოტესტების თანამედროვე აპარატურები კი ჩვენი ექსპერტიზის ბიუროების შესაძლებლობებისა და მომსახურების სერვისების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ გამართონ პრეზენტაცია კომპანიის პროდუქციით დაინტერესებული ქართველი ბიზნესმენებისათვის.