სიახლეები
:: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14 ივნისს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ ქართული კანონმდებლობის მიღების დღეს. შეხვედრა ორგანიზებული იყო ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის“ და აჭარის ა.რ სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ.
შეხვედრაზე იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრების დასაქმების პერსპექტივებსა და მათ შესაძლო ბიზნესაქმიანობაზე. აგრეთვე გაფორმდა მემორანდუმი აჭარის ა.რ. სავაჭრო სამრეწველო პალატასა და ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის“ ორგანიზაციებს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს მოხალისეთა სტაჟირების გავლას სავაჭრო- სამრეწველო პალატასა და მის წევრ ასოციაციებში, შშმ ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მხარდაჭერას და შესაძლებლობის ფარგლებში სხვა ხელშეწყობას.