სიახლეები
:: აფხაზეთის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის სტუმრობა ACCI-ში

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას აფხაზეთის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ივანე დოლიძე სტუმრობდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ორი პალატის სამომავლო თანამშრომლის საკითხებზე და აფხაზეთის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მუშაობის გამოცდილების გაზიარებაზე. შესაძლოა აფხაზეთის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის განვითარება აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მსგავსად მოხდეს დარგობრივი ბიზნეს ასოციაციების ჩამოყალიბებისა და მათი ორგანიზაციული სტრუქტურების გაძლიერების გზით.