სიახლეები
:: მოწვეული PUM –ის ჰოლანდიელი თევზმომშენებლი ექსპერტი

PUM წარმოადგენს ნიდერლანდების სამეფოს სამთავრობო პროგრამას მენეჯმენტის განვითარებისა და თანამშრომლობის დარგში. იგი მცირე და საშუალო კომპანიებს აძლევს საშუალებას ორი ან მეტი კვირით უფასოდ მოიწვიონ ჰოლანდიელი სპეციალისტები და კონსულტანტები, ასევე ჰოლანდიაში საწარმოო სტაჟირებაზე მიავლინონ თავიანთი თანამშრომლები. გამოცდილი ჰოლანდიელი ექსპერტები ყოველდღიურად უწევენ კონსულტაციებს კერძო კომპანიებს ბიზნესის სხვადასხვა დარგში: კვების პროდუქტების წარმოება,  სამედიცინო მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვა, სასტუმროების, რესტორნების, გართობისა და ტურიზმის ინდუსტრია და სხვა.

ორგანული აკვაკულტურის განვითარებს ასოციაციაფორეჯი"-სა და აჭარის სავაჭრო- სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩვენს რეგიონში ერთ კვირიანი სამუშაო ვიზიტით მოწვეული იყი PUMის ჰოლანდიელი თევზმომშენებლი ექსპერტი.

ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო:

-გამოცდილების გაზიარება;

-დარგობრივი  პრობლემების პრაქტიკულ საველე პირობებში შესწავლა;

-რჩევების და კონსულტაციის მიწოდება ფერმერებზე.

უცხოელი ექსპერტი მოამზადებს დასკვნას, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება რეგიონის თევზმოშენების სტრატეგიული კონცეფციის შემუშავების პროცესში