სიახლეები
:: უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

დღეს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი  იგორ დოლგოვი აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში რეგიონში მომუშავე ბიზნესმენებს შეხვდა. ძირითადად წარმოდგენილი იყო ციტრუსის ექსპორტიორი კომპანიები, ტურიზმის სფეროში მომუშავე ბიზნესმენები, უკრაინული რესტორანი და ბათუმის პორტის ხელმძღავნელი, ასევე პალატასთან არსებული ასოციაციები შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს და ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. ელჩმა ქართველ ექსპორტიორების უკრაინაში ციტრუსის ექსპორტირების საკითხში დახმარება აღუთქვა. გადაწყდა რომ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა რეგულარულ ხასიათს მიიღებს და ეტაპობრივად გადაწყდება ყველა ის პრობლემა, რომელიც ქართველი ბიზნესმენების უკრაინაში ოპერირებას უკავშირდება.