სიახლეები
:: აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარისა და საქართველოში პოლონეთის ელჩის შეხვედრა

ამა წლის 14 მარტს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სტუმრობდა მისი აღმატებულება პოლონეთის ელჩი საქართველოში ბატონი მარიუში მაშკევიჩი მეუღლითურთ.

შეხვედრაზე განხილული იქნა აჭარის რეგიონისა და პოლონეთის რეგიონებს შორის მომავალი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების საკითხები.  აღინიშნა პოლონელი ტურისტების ზრდის ტენდენცია.

ელჩმა ხაზი გაუსვა პოლონელი ბიზნესმენების დაინტერესებას შექმნან რეგიონში ერთობლივი საწარმოებები, რაც მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ ექსპორტი კავკასიის, ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებში.

ერთობლივი ორმხრივი ბიზნეს ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით მჭიდრო ურთიერთკავშირები გაგრძელდება პალატასა და პოლონეთის შესაბამის სტრუქტურებთან.