სიახლეები
:: 29-ე საერთაშორისო გამოფენა “UNICERA 2017”

მიმდინარე წლის 8-12 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში გაიმართა კერამიკის აქსესუარების 29-ე საერთაშორისო გამოფენა “UNICERA 2017”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სახის პროდუქცია: კერამიკა და მისი დამუშავების ტექნოლოგიები, გრანიტი, მარმარილოს ბუნებრივი ქვა, მოზაიკა, მეთლახი, აბაზანის ავეჯი და აქსესუარები და ა.შ . მასში მონაწილეობდნენ აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები აჭარის რეგიონში მომუშავე მეწარმეებთან ერთად. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები უცხოელ ბიზნესმენებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების მიზნით.