სიახლეები
:: ტრენინგი სურსათის ჰიგიენის საკითხში თურქული რესტორნებისათვის

2017 წლის  1 თებერვალს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის კაფე-ბარებისა და რესტორნების ასოციაციის ინიციატივით და თურქეთის საკონსულოს  დახმარებით  ჩატარდა ტრენინგი სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის საკითხებზე ბათუმში არსებული თურქული  საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებისათვის. სურსათის უვნებლობის ექსპერტმა ქ. ეკატერინე ბურკაძემ მონაწილეებს გააცნო ამ სფეროში არსებული სიახლეები  მაგ:  სურსათის უვნებლობა, პროდუქტის ტიპი და შენახვის პირობები, მაცივრების ტიპი და ფუნქციონირების ნორმები, სურსათის უნვებლობის საფრტხეები, ობიექტზე ჰიგიენის ძირითადი პრინციპების დაცვა და ასე შემდეგ.

ტრენინგის დასრულებისთანავე მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი  სერთიფიკატები