სიახლეები
:: მედეგობის მეორე ფორუმი ბათუმში

2017 წლის 28 თებერვალს ბათუმში „მედეგობის“ მეორე ფორუმი გაიმართა.
დაცული გარემო, ძლიერი თემები, მდგრადი ბიზნესი აჭარაში - ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობდნენ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, კერძო სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ აჭარის ა. რ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მასთან არსებული ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადენლები.
ფორუმი ორგანიზებულია ოქსფამის და მისი განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების „ბრიჯ- ინოვაცია და განვითარება“ და „შავი ზღვის ეკო აკადამია“ მიერ ბათუმის მერიისა და ბათუმის სასტუმრო შერატონის მხარდაჭერით. ღონისძიება იმართება „ თემების მდგრადობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ.
ფორუმის პირველი სესია: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ 2017 წლის იანვარში მიღებული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია.
მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვის მეთოდებზე, კერძოდ ადგილობრივ დონეზე თუ როგორ ხდება რისკების შეფასება და მართვა - კანონმდებლობა და მოდელები
ფორუმის მეორე სესია: საქართველოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია- გენდერი, ინკლუზიური განათლება და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.
ფორმუზე გაკეთდა პრეზენტაციები „გენდერი ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებაში“ კვლევის პირველადი შედეგები და ასევე როგორია სკოლის მზაობა ბუნებრივი კატასტროფების მიმართ.
ფორუმის შემაჯამებელი სესია: საქართველოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის ინტეგრირება მუნიციპალიტეტების პოლიტიკასა და პრქატიკაში.
მონაწილეები გადანაწილდნენ სამუშაო ჯგუფებში შემდეგი თემატიკის მიხედვით: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ადგილობრივ დონეზე, გენდერი და ბუნებრივი კატატსროფების რისკების შემცირება და ბიზნესი, მედია და აკადემიური წრე, როგორც ბუნებრივი კატატსროფების რისკების შემცირების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტი
სესიის ბოლოს მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და რეკომენდაციები ზემოთ აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით. შეთანხმდნენ რომ საბოლოო კომუნიკე რეკომენდაციებთან ერთად მომზადდება უახლოეს მომავალში და დაეგზავნებათ შესაბამის გადაწყვეტლების მიმღებ ინსტიტუციებს.