სიახლეები
:: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი ინიციატივა

 ნოუ ჰაუ აკადემია - EBRD know-how academy არის კრიზისის მართვის ონლაინ პლატფორმა, რომლის მიზანია გაზარდოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წვდომა საინფორმაციო რესურსებზე. აქ გაერთიანებულია ინტერაქტიული ტრენინგები, სექტორის ექსპერტების ვიდეო გაკვეთილები და ქვეყანაზე მორგებული ინფორმაცია იმ რესურსების შესახებ რომლებსაც მთავრობები და ადგილობრივი ბანკები სთავაზობენ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს. ონლაინ პლატფორმა ხელმისაწვდომია 30 ქვეყანაში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქმიანობს.

📍 სასწავლო პროგრამაში ჩართვა უფასოა და თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ, რუსულ, თურქულ, უკრაინულ და არაბულ ენებზე. თანდათანობით, პლატფორმას რესურსები სხვა ენებზეც დაემატება.

🔵 თავდაპირველად, მონაწილეებს ვთავაზობთ სასწავლო მოდულებს შემდეგ ხუთ საკითხზე:

· 🔹თქვენი მომხმარებლები და მომწოდებლები

· 🔹ფინანსური მართვის საწყისები

· 🔹დაფინანსების წყაროები თქვენი კომპანიებისათვის

· 🔹თანამშრომელი - თქვენი ძირითადი აქტივი

· 🔹გამოწვევები ლიდერობასა და მართვაში

პირველი მოდული - “თქვენი მომხმარებლები და მომწოდებლები’’ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

👇

https://www.ebrdknowhowacademy.com/learn. შემდეგი მოდულები დაემატება უახლოეს პერიოდში.