სიახლეები
:: აჭარაში ეკონომიკურ ექსპერტთა საბჭო შეიქმნა

 აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეიქმნა ახალი პლათფორმა „ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოს“ სახით, რომელშიც გაერთიანებულია სწავლული ეკონომიკის ექსპერტები, აკადემიური წრეებიდან.
🌀 „ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოს“ შემადგენლობაშია: ბადრი გეჩბაია, გელა მამულაძე, ანზორ დევაძე, პაატა აროშიძე, პაატა ჩაგანავა, მამუკა თურმანიძე, რომან მამულაძე, ვლადიმერ ღლონტი, დავით ქათამაძე, როსტომ ბერიძე

საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

🔵 აჭარის ა.რ ეკონომიკური განვითარების ანალიზი;

🔵 შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

🔵 ეკონომიკური რისკებისა და საინვესტიციო გარემოს ანალიზი;

🔵 ეკონომიკური მიმართულებების პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

🔵 ეკონომიკურ ინტერესებზე მორგებული ახალი იდეების გენერირება სხვადასხვა პროფილის მქონე დარგების ჭრილში

🔵 დისკუსიების გამართვა მიღებული რეკომენდაციებთან დაკავშირებით, მათი საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით
ასევე, მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკური გამოწვევების ეფექტურ დაძლევაში, ხელისუფლებისა და ბიზნესისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა, მათთან აქტიური თანამშრომლობის გზით სხვადასხვა დარგობრივ ფორმატებში